ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა რიგით 23-ე სხდომაზე დასამტკიცებელი საკითხები განიხილეს. დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებს ბიუროს წევრებმა მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.
დღის წესრიგი:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ანგარიში 2019 წლის რვა თვეში გაწეული მუშაობის შესახებ
- ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ მიღებულ „ევროპული ქარტია ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ“ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და მასზე შეერთებასთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე
- ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N8 (ნაკვეთი N1)/ნიკეას ქუჩა N8 (ნაკვეთი N1-2)-ში მდებარე გზისათვის რევაზ დვალიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნების ცნობად მიღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონისათვის“ უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ ბატონი გიორგი ჭიღვარია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი
- „ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩის №41-ში მდებარე (ს/კ 03.01.23.762) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბიგ სერვისის“ საკუთრების მიწის ნაკვეთში საავტომობილო წარმოების ქარხნის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ.