ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-8 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ქუჩაზე, ასფალტის საფარი რამდენიმე ათეული წელია არ დაგებულა, შესაბამისად გართულებული იყო გადაადგილების პროცესი. ადგილობრივი მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა აღნიშნული მონაკვეთის მოწესრიგებას. ამ ეტაპზე ასფალტის მეორე ფენა იგება. მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა. სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილე იუზა უგულავასთან და ვაკისუბნის მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა რიჟამაძესთან ერთად დაათვალიერა. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-8 შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 235 ათასი ლარი გამოიყო.
,,მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა აღნიშნული გზის მონაკვეთის მოწესრიგებას. ადგილზე გართულებული იყო გადაადგილება როგორც ავტომანქანებისთვის ასევე ფეხით მოსიარულეთათვის. რეაბილიტაციის პროცესში გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, რათა უხვი ნალექის დროს დატბორვის საფრთხე არ შეიქმნას და ასევე სრულად იცვლება ასფალტის საფარი. პრიორიტეტულია, რომ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შესრულდეს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.