რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, მოადგილეებთან და ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს უფროს რუსუდან ჩინჩალაძესთან ერთად, პროექტზე მომუშავე არქიტექტორებსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის მიმდინარე საკითხები განიხილეს. არქიტექტორთა ჯგუფმა, რომელიც უკვე მუშაობს რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე თავიანთი წინადადებები წარმოადგინეს.