ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა „ქუთაისის მერიის ღია მონაცემების სტრატეგია“ წარმოადგინა. დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. კვლევის პრეზენტაციას სამოქალაქო სექტორთან ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაესწრო.
აღნიშნული სტრატეგიის მიღება, რომელიც მონაცემთა ხელმისაწვდომობას გულისხმობს მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, ასევე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ეფექტური მონაწილეობისთვის. ღია მონაცემების აღნიშნული სტრატეგია შემუშავებულია 2019-2022 წლებისთვის.