ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიულოცეს.
ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ქუთაისის განათლების რესურსცენტრის დირექტორთან მაია ცქიტიშვილთან ერთად პირველკლასელებთან მისალოცად წმინდა ნინოს სახელობის N3 საჯარო სკოლასა და აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ.
სწავლის პროცესი ქუთაისის 38-ვე საჯარო სკოლაში შეფერხების გარეშე განახლდა.