ქუთაისის ცენტრალურ ბაღში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელიც ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2019"-ის ფარგლებში ჩატარდა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. სამეცნიერო პიკნიკზე წარმოდგენილი იყო ექსპერიმენტები, ინტერაქციული გამოფენები, დეფილე, გაიმართა ზვიად ციკოლიას ლექცია - გზა წარმატებისკენ. ღონისძიებაში ჩართული იყვნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ასევე სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, და სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები.