ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის N45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ა(ა)იპ „ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ გაწეული სამუშაოს ანგარიში, 2019 წლის რვა თვეში გაწეული მუშაობისა და დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში, 2019 წლის რვა თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ დაფუძნების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ჭიღვარიასათვის თანხმობის მიცემის შესახებ
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
- „ააიპ „სპეციალური სერვისებისათვის“ მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის N101 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.