შეხვედრები მოსახლეობასთან, ღია დიალოგის რეჟიმში გრძელდება
უქიმერიონის -ადმინისტრაციული ერთეულის ორი ქუჩის- ლესელიძისა და მამუკა ასლანიკაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი შეხვდნენ.
მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ პრობლემებსა და საკითხებზე ესაუბრნენ რომელთა დროული მოგვარება მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - შიდა საუბნო გზების, ღვარსადენების, მინი-მოედნების მოწყობა- მოწესრიგება, როგორც სხვაგან, ამ ქუჩებისთვისაც პრიორიტეტულია.
აღნიშნული საკითხებიდან ნაწილის მოგვარება მიმდინარე წელსაც მოხერხდება, ხოლო რამდენიმე მათგანს მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.