ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ბერი ანდრიას საქველმოქმედო ფონდის დასმა, ბერი ანდრიას ნარკვევების კრებულის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სიკეთის საგალობელი“ წარმოადგინა.
სპექტაკლში ფონდის შვილობილები მონაწილეობდნენ.
დასი უკვე 2 წელია არსებობს და ამ ხნის მანძილზე ბევრი ქალაქის სცენაზე წარადგინეს აღნიშნული სპექტაკლი.
ამჯერად კი, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით , საქველმოქმედო სპექტაკლი ქუთაისში გაიმართა.
სპექტაკლს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
სპექტაკლიდან შემოსული თანხა ,,ბედნიერი სახლის" მშენებლობას მოხმარდება