ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში სკვერი მოეწყობა
ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში უნდა დამონტაჟდეს ძელსკამები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები, შადრევანი , ველოსიპედის სადგომი. გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდების გართობას, სპორტულ აქტივობას.
ასევე შეიქმნება დასასვენებელი სივრცეები.
სკვერის მოსაზღვრედ აშენებულია ავტოფარეხები , რომლის დასაფარად მოეწყობა კედელი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ შემდგომში მოიხატოს.
სულხან-საბას ("ავანგარდის დასახლება") ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სკვერის მოსაწყობად 524 165 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს