ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ხელმძღვანელებთან და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად.
ქართულ დელეგაციას, თავდაპირველად, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციაში (LALRG) უმასპინძლეს. სტუმრებს ცენტრალურ მთავრობაზე, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებულ სისტემაზე, მათ შორის საბიუჯეტო ურთიერთობებსა და მთავრობათა დაფინანსების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ➡ქართული მხარე ლატვიის პარლამენტის (სეიმი) წარმომადგენლებსაც შეხვდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გაეცნო. სხვა თემებთან ერთად, საუბარი შეეხო ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის პრინციპებს, ➡მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმებს. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია რიგის ქალაქის განვითარების დეპარტამენტისა და ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე ლატვიაში საქართველოს ელჩთან გამართავს შეხვედრებს.