ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შენგელია ქალაქის ვიცე-მერთან, დავით ერემეიშვილთან ერთად ჯავახიშვილის N73-ე და ბუხაიძის N3-ე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს შეხვდნენ, სადაც სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო საკითხი განიხილეს.
როგორც გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა, პროექტი უკვე შესყიდულია და სტადიონი იქნება იმ მასშტაბის როგორსაც მოსახლეობა ითხოვდა.