მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები, ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, კვლავ გრძელდება.
ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ელეონორა არჩაია კახიანოურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ფოთისა და წერეთლის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
ადგილობრივების ძირითადი პრობლემები კვლავ ინფრასტრუქტურული და საბინაო საკითხების მოგვარებას უკავშირდება.
მოსახლეობის მიერ დასახელებული საკითხების ნაწილი წელსვე მოგვარდება, ზოგიერთი კი გათვალისწინებული იქნება 2020 წლის ბიუჯეტში.