ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჭეიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი შემდეგი საკითხები განიხილეს:
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N115 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
- „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, ქალაქ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის N1 სასწავლებლისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
- ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში მდებარე (ს/კ 03.01.23.762) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბიგ სერვისის“ საკუთრების მიწის ნაკვეთში საავტომობილო წარმოების ქარხნის განაშენიანების დეტალური პროექტის დამტკიცების თაობაზე.