ქუთაისში „ჯორჯ ბალანჩინის სახელობის მე-3 საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი“ იხსნება. ფესტივალის საპატიო სტუმრები მსოფლიო პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძე, საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე და უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგაციის ხელმძღვანელები ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძემ მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელმწიფო ოპერის თეატრში ჯორჯ ბალანჩინის მესამე საერთაშორისო ფესტივალი დღეს გაიხსნება. გახსნის პროგრამაში 7 ქვეყნის საბალეტო სკოლა მონაწილეობს. ფესტივალის სახე მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძეა.