საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში , გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.
მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის პირველი ფენის დაგება, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპატრამენტის დაკვეთით შპს „ჯორჯიან ბილდი“ აწარმოებს, რომლის ღირებულება 3 425 000 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში სულ 10 ქუჩას ჩაუტარებს რეაბილიტაციას.