ქუთაისის მერიამ მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივების და პროექტების მიღება განახორციელა.მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი იდეა პროექტის სახით, ელექტრონულად საიტზე VOLIS.KUTAISI.GOV.GE განეთავსებინათ. ნებისმიერ მსურველს მიმდინარე წლის 6 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით საშუალება ჰქონდა საკუთარი იდეა წარედგინა ადგილობრივი თვითმმართველობისთვის.29 წარდგენილი პროექტიდან ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო 3 შეარჩია. 3 შერჩეული ინიციატივიდან, ერთ საუკეთესოს თავად მოქალაქეები გამოავლენენ ინტერაქტივის საშუალებით, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში აისახება. მოგიწოდებთ მონაწილეობა მიიღოთ პროექტის შერჩევაში, შეხვიდეთ https://goo.gl/forms/yHYTNJtjdtdqgDYi2 ბმულზე და დააფიქსიროთ საკუთარი არჩევანი. ხმის მიცემა მ/წ 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.