ვაკისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
გამსახურდიას N 58 ბინის, თაბუკაშვილის N183 და N 22-ის მიმდებარედ მოწესრიგდა სკვერის სივრცე, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა ძელსკამები და განათებები.
დასრულებული სამუშაოები დღეს, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ ქალაქის მერთან დავით ერემეიშვილთან და ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი იობაშვილთან ერთად დაათვალიერა
შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 450 ათასი ლარს შეადგენს.