პროექტის ,,ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და არექსს / ,, ARexs”/ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია ქალაქის მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების გაუმჯობესება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტის ფარგლებში არექსი უზრუნველყოფს ისეთი აპლიკაციის შექმნას, რომლითაც ვიზიტორები შეძლებენ გახსნან QR კოდის დასკანერებით AR ტექნოლოგიით შექმნილი აპი და იხილონ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პირველადი სახე.