ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2022 წლიდან ხორციელდებოდა პროექტი „ქუთაისი: ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისათვის“ (Kutaisi: Integrated Transformation for Sustainable Development). პროქტი განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში. პროექტის ერთ- ერთ მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენდა მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერა. ამ მიზნით 2023 წლიდან დღემდე გამოცხადებული იქნა კონკურსები შემდეგი მიმართულებებით: 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სერვისების გასაუმჯობესებელი ინოვაციური რეკომენდაციების შესამუშავებელი მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერა. 2. მოსახლეობის სოციალური აქტივიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების ჩართულობის და დასაქმების შესაძლებლობების მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერა. 3. ქუთაისისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და სერვისების აღსადგენად/შესანარჩუნებლად მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერა. 4. ადგილობრივი პროდუქტების გადამუშავების, ტექნოლოგიების და სერვისების, აგრეთვე გასაღების ახალი არხების გამოსაყენებლად მესამე მხარის ფინანსური მხარდაჭერა. კონკურსში საერთო ჯამში მონაწილეობა მიიღო 63-მა აპლიკანტმა, რომელთაგან 24-მა პროექტმა გაიმარჯვა და მიიღო შესაბამისი დაფინანსება.