ქუთაისის საკრებულოს წევრმა, უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა გუმათის დასახლებაში, იური ბერიძის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოებს შპს „აპია“ ასრულებს, ხოლო პროექტის ღირებულება 350 ათას ლარს შეადგენს.
მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელი.