🔹ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 94-ე სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები.
🔹ბიუროს გადაწყვეტილებით, საკუთარი განცხადების საფუძველზე, უფლებამოსილება შეუჩერდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება პირველ მოადგილეს, გია ბასილაძეს დაეკისრა.
✔ დღის წესრიგი:
1️⃣ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თეა ჯუღელის განცხადების შესახებ
2️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრის შესახებ
3️⃣ პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჯემალ ბიბილეიშვილის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის შემადგენლობიდან გასვლისა და გამომდინარე აქედან, ამ კომისიაში შეტანილი ცვლილების ცნობად მიღების შესახებ
4️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაში წევრად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ჯემალ ბიბილეიშვილის წარდგენისა და გამომდინარე აქედან, ამ კომისიაში შეტანილი ცვლილების ცნობად მიღების შესახებ
5️⃣ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას განცხადების შესახებ