ევროპის ონკოლოგთა სკოლა (ESO) და სააქციო საზოგადოება „ვიანი“ ერთობლივ პროექტს განახორციელებს, რომელიც საქართველოში რეზიდენტებს ონკოლოგიის ძირითადი პრინციპების ნაწილში პერსონალიზებულ კურსს შესთავაზებს.
პროექტი ონკოლოგიის რეზიდენტებისთვის პერსონალიზებული ჰიბრიდული სასწავლო კურსის შექმნას მოიცავს, რომელიც 2025 წელს ჩატარდება და წინასწარ ჩაწერილ ონლაინ ლექციებს, ასევე პირად საგანმანათლებლო ღონისძიებებს ითვალისწინებს. ლექციების მიწოდება კი რეგისტრირებული მონაწილეებისთვის, ონლაინ სასწავლო პლატფორმის მეშვეობით მოხდება.
ESO-ს მოწვევით პროექტში ჩაერთვვებიან და ღონისძიებაში პირადად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო სპეციალისტები.
ევროპის ონკოლოგიის სკოლას (ESO) ხარისხიანი განათლებისა და ტრენინგის მიწოდების 40 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, რაც ონკოლოგიის დარგში უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას.
- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ევროპის ონკოლოგთა სკოლას (ESO) სამედიცინო განათლების მიმართულებით მათი მრავალწლიანი წვლილი უმნიშვნელოვანესია. მათი მხარდაჭერით რეზიდენტურის პროგრამაში ინტეგრირდება ევროპული სტანდარტები, თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების მიმართულებით, რაც დღეს როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
თანამედროვე, მტკიცებულებაზე დაფუძნებული განათლების გარეშე შეუძლებელია რეგიონებში გავზარდოთ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ, დღეს ქალაქში ძლიერი სამედიცინო ქსელის არსებობა რეალურ შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს მიიღონ ხარისხიანი, ევროპული სტანდარტის შესაბამისი მომსახურება.
განსაკუთრებული მადლობა VIAN-ის ქსელს და კრისტინა კილის ონკოლოგიის ცენტრს პროფესიული განვითარებისა და განათლების უწყვეტობის მხარდაჭერისთვის. ეს პარტნიორობა ნიშნავს რეალურ პროგრესს.
მინდა წარმატება ვუსურვო კონფერენციის მონაწილეებს.
ირაკლი შენგელია- ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე
