ქუთაისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მე-17 რიგგარეშე სხდომაზე სამი საკითხი დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N130-ე დადგენილებაში. რაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესს ითვალისწინებს. ცვლილების მიზანია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მშენებლობის ღირებულება განისაზღვროს საბაზრო ღირებულებით, რადგან მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასები განისაზღვრება არა თვითღირებულებით, არამედ მათი ამა თუ იმ უბანში არსებობის მიხედვით.
ცვლილება შევიდა ორი ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით.
