ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული სამი საკითხი განიხილა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. „საქართველოს კანონით „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივნისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. ქალაქ ქუთაისში, ტიციან ტაბიძის ქუჩის მე-2 შესახვევისათვის ცნობილი ქირურგის, ედუარდ როძევიჩის სახელის მინიჭების შესახებ
3. ქალაქ ქუთაისში, ედუარდ როძევიჩის ქუჩისათვის ცნობილი ქართველი კალათბურთელის, ზურაბ საკანდელიძის სახელის მინიჭების შესახებ
