ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი ,,წლის მოსწავლეთა კომპანია 2025 " - ის გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.
ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მეწარმეობის საგნის ფარგლებში შექმნეს კომპანია - “Kevin AI”, რომელიც ქართული ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ეხმარება ახალგაზრდებს შეისწავლონ პროგრამირების სხვადასხვა დარგი. “Kevin AI” -მ ეროვნულ კონკურსში, 143 კონკურსანტს შორის პირველი ადგილი მოიპოვა და საქართველოს სახელით ევროპის ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო განათლების ფესტივალზე წარსდგება.
ფესტივალს 1-3 ივლისს საბერძნეთი უმასპინძლებს.