ქუთაისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ხსოვნის პატივგებით დაიწყო.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, საპატრიარქოს ჩოხოსნებმა და სასულიერო პირებმა გვირგვინებით შეამკეს მერაბ კოსტავას ძეგლი და ისაუბრეს ეროვნული გმირის უდიდეს წვლილზე ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის აღსრულებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქუთაისში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ღვინის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფოსტის ორგანიზებით და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ წარმოდგენილია თემატური, მულტიფუნქციური სივრცეები, გამოფენები, ინსტალაციები, საბავშვო და სპორტული ზონები, იმართება საინტერესო შეხვედრები და კონცერტები.