ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 117,097.80 მილიონი ლარით დაამტკიცა.
🔷 რიგით 38-ე სხდომაზე 2025 წლის ბიუჯეტს მხარი, დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.
🔷 სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
🔷 ცვლილება შევიდა 2024 წლის ბიუჯეტში, რის შედეგადაც შემცირდა გარკვეული ტიპის ხარჯები, ხოლო 345.0 ათასი ლარით გაიზარდა დასუფთავება და გარემოს დაცვა, 600.0 ათასი ლარით გაიზარდა განათლება - კულტურა, 11.0 ათასი ლარით გაიზარდა ახალგაზრდობა და სპორტის მიმართულება.
🔷 ცვლილება შევიდა საკრებულოს აპარატისა და მერიის საშტატო ნუსხაში. ცვლილების შედეგად 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურება. ნაკლების ჩვენება