ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
პირველად ქუთაისში, 4 სათამაშო მოედანზე გაკეთდა ჰარდის ტიპის ეკოლოგიური საფარი, კაპიტალურად შეკეთდა ადმინისტრაციული შენობა, შეიცვალა განათების სისტემა. სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციაზე 2 255 711 ლარი დაიხარჯა.
განახლებული კორტები დაათვალიერეს და საწვრთნელ ვარჯიშებს დაესწრნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად მზად არის.