ქუთაისის ოლიმპიურ აუზზე დასრულდა საერთაშორისო ტურნირი ,,ქუთაისის თასი“.
წყალბურთის ტურნირის ბოლო დღეს ფინალური შეხვედრა ქუთაისის და თბილისის გუნდებს შორის შედგა, სადაც გამარჯვება თბილისის "ტონუსმა" მოიპოვა და "ქუთაისის თასს" დაეუფლა.მესამე ადგილზე ბათუმელი წყალბურთელები გავიდნენ. ტურნირის ბომბარდირად ქუთაისელი რეზი სვანაძე დასახელდა.
საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულების დაჯილდოებას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
ტურნირი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.