ქუთაისი საერთაშორისო ფოტოფესტივალს „ილო 2024 " მასპინძლობს. ილო ხახიაშვილის სახელობის ფესტივალი ცნობილი ფოტოგრაფის ძეგლთან გაიხსნა.
საფესტივალო პროგრამით გათვალისწინებულია საკონკურსო ფოტოების პრეზენტაცია დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში, მასტერკლასები და ვორქშოპები, ფოტოგადაღებები ქუთაისის ქუჩებში.
ფესტივალის პროფესიონალური ჟიურის მიერ კონკურსის ფინალური ეტაპისთვის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ავტორების 60-მდე ფოტო იქნა შერჩეული. გამარჯვებულები 20 ოქტომბერს გამოვლინდება.
საერთაშორისო ფოტოფესტივალის „ილო 2024 „-ის ჩატარება შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კომპანია „ოქროს პეპელას“ ორგანიზებითა და მხარდაჭერით