ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 36-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ცვლილება განხორციელდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის № 34 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებული საჯარიმო ქვითრის უკანა მხარეს მიეთითება, რომ სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საკითხის თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფრაქციო წევრმა ინგა ჯავახაძემ პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, რაც საკრებულომ ცნობის სახით მიიღო.
სხდომაზე ანგარიშით წარდგა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია,ასევე იურიდიული და ეკონომიკის ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისიის ხელმძღვანელები.
საკითხის თანახმად,ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში
სახელმწიფოს უსასყიდლოდ, საკუთრებაში, გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ: ქალაქ ქუთაისში, ჰერმან გმაინერის ქუჩა №2/ჰერმან გმაინერის ქუჩა №2-ის მიმდებარედ მდებარე (საკადასტრო კოდი №03.06.27.063; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობი - 44 341.00 კვ.მ და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობები №1-№5) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისათვის“ (საიდენტიფიკაციო კოდის №212917183) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 10 (ათი) წლის ვადით, სარგებლობაში გადაცემის მიზნით.
შპს „პარკინგსერვისის“ ხელმძღვანელმა თანხმობა განაცხადა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის N 149 განკარგულებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემული ქონების ნუსხიდან ვარლამიშვილის ქუჩა N 2 შენობის დასავლეთით და ვარლამიშვილის ქუჩა N 4 შენობის დასავლეთით არსებული უძრავი ქონების ამოღებაზე.
სააქციო საზოგადოება ,,სილქნეტს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №204566978), პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, 5 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართში ჩამოთვლილი ქონება(გარე განათების კონსტრუქციის (ბოძი) წერტილები).
მოქალაქე გია გოგავას პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, 20 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა №26-ში (საბავშვო ბაღის აღმოსავლეთით) მდებარე უძრავი ქონების ნაწილი (გაზონი, საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.05.01.633; ფართობი - 154.00 კვ.მ;).
მოქალაქეებს: ვენერა მეშველიანს, მარგალიტა ვარამაშვილს და ნათია ბოჭორიშვილს პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, 5 (ხუთი) წლის ვადით სარგებლობაში გადაეცათ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კიბის უჯრედის მოწყობის მიზნით.
მოქალაქე ნათია ვაშაყმაძეს პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, 20 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N 72 სახლის წინ/ N 72 ბინის სამხრეთით მდებარე უძრავი ქონების ნაწილი (სკვერი, ფართობი 656 კვ.მ).
მოქალაქე თეიმურაზ კოსტავას პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩა N 2 შენობის დასავლეთით/ვარლამიშვილის ქუჩა N 4 შენობის დასავლეთით მდებარე უძრავი ქონების ნაწილი (ავტოსადგომი, ფართობი 200 კვ.მ) 40 წლის ვადით.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას 2024 წლის 29 მაისს N4424150175-10 განცხადებით მომართა გიორგი რაზმაძემ და წარმოდგენილი საწყისი მონაცემების საფუძველზე მოითხოვა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე (03.01.22.688; 03.01.22.657; 03.01.22.698; 03.01.22.633; 03.01.22.312; 03.01.22.694; 03.01.22.227; 03.01.22.695; 03.01.22.656; 03.01.22.311; 03.01.22.697; 03.01.22.291; 03.01.22.292), განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიციატივის განხილვა. საპროექტო ტერიტორია შედგება 13 საკადასტრო ერთეულისაგან და დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთებისგან, მისი საერთო ფართობია 32 035 კვადრატული მეტრი. როგორც წარმოდგენილი ინიცირების საფუძველი, დოკუმენტაციის განხილვით ირკვევა, რომ ინიციატორის მიერ დასახელებული დაგეგმილი ცვლილებების მიზანია - საცხოვრებელი ობიექტებით ჩამოყალიბებულ უბანში, განვითარდეს ასევე საცხოვრებელი ფუნქციის მქონე მრავალბინიანი კომპლექსები. ხოლო დაგეგმვის საჭიროება გამომდინარეობს ტერიტორიის შემდგომი განვითარების მიზნიდან - დადგინდეს განაშენიანების რეგლამენტები, განხორციელდეს უშენი ტერიტორიის განაშენიანება და მოეწყოს ინფრასტრუქტურა, - სახეზე გვაქვს დაგეგმვის საჭიროება და შესაბამისად ინიციატორის მიერ ინიცირებულ იქნა განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება.