ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣,,საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2️⃣პირადი განცხადების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ინგა ჯავახაძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ;
3️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ინგა ჯავახაძისათვის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და გამომდინარე აქედან, ამ კომისიაში შეტანილი ცვლილების ცნობად მიღების შესახებ;
4️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ანგარიში 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ. ნაკლების ჩვენება