იმერეთის მხარისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩინეთის,პროვინციის, გუიჯოუს დელეგაციას უმასპინძლეს.
დელეგაციის წევრებმა ორი ქვეყნის ურთიერთ თანამშრომლობაზე და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასვე ყურადგღება გაამახვილეს უვიზო რეჟიმის დაწესებაზე, რის შედეგადაც ახალ ეტაპზე გადადის როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.
დელეგაციის წევრების განმარტებით სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად კიდევ უფრო გაიზარდა ტურიზმის სფეროს ინტერესი საქართველოს მიმართ. სხვადასხვა სფეროში არსებული პარტნიორული ურთიერთობები კი ხელს შეუწყობს ინდუსტრიული სფეროს განვითარებას და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას.