ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1.ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-სა ( ნაკვეთები: №1; № 2; №2-1-1-1-1; № 2-1-2; № 2-2; №3; №4; №4 -1; №4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ
2. ქალაქ ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის №39ა-ს სამხრეთით არსებული მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ
3. ქალაქ ქუთაისში, ჟ. შარტავას ქუჩის მე-3 შესახვევის №24-სა და ზ. გამსახურდიას გამზირის №8-ში არსებული მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტობუსი „MERCEDES-BENZ“), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №85), პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
6. მოქალაქე მამუკა ნიქაბაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, 25 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის ქირის ცვლილების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
7. ქალაქ ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩა N4-ში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ