ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ნაცვლად, მალე ქალაქს მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცე ექნება თავისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურით. აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ქალაქში, ასევე, აქტიური სამუშაოებია დასასვენებელი სივრცეების შექმნის თვალსაზრისით. მიმდინარე წელს ქალაქს 6 ახალი სივრცე დაემატა, ამ ეტაპზე სამუშაოები კიდევ 6 ლოკაციაზე ხორციელდება. გარდა ამისა, პროექტები სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხითაც მიმდინარეობს.