ქუთაისის სპორტის სასახლეში გელა დარსაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დასრულდა
საკალთბურთო ტურნირი, რომელიც ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოეწყო, 15-დან 17 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ 2012-2013 წლებში დაბადებულ ვაჟთა საკალათბურთო კლუბები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ასევე, ყაზახეთიდან და ესტონეთიდან.
ტურნირის გამარჯვებული გახდა ტალინის საკალათბურთო კლუბი, მეორე ადგილზე ქუთაისის, მესამეზე კი ბათუმის გუნდები გავიდნენ. გამარჯვებულ გუნდებს პრიზები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ .
საერთაშორისო ტურნირი ქუთაისისთვის უკვე ტრადიციაა და ცნობილი ქუთაისელი კალათბურთელის, გელა დარსაძის ხსოვნას ეძღვნება.