ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს 69-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების შესახებ იმსჯელეს.
დღის წესრიგი:
1. ქალაქ ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩის #96 ( ნაკვეთები #1, #2, #2 -1-1-1-1; #2-1-2; #2-2;#3;#4;#4-1;#4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის #96-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ.
2. ქალაქ ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის #39ა-ს სამხრეთით არსებული მიწოს ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ
3.ქალაქ ქუთაისში ჟ.შარტავას ქუჩის მე-3 შესახვევის #24-სა და ზ.გამსახურდიას გამზირის #8-ში არსებული მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტსი მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
4."ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტობუსი - MERCEDES-BENZ) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ".
5. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე ქალაქ ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩა N85) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
6.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტს "მოქალაქე მამუკი ნიქაბაძისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, აღნაგობის უფლებით, 25 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის ქირის ცვლილების თაობაზე