ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის N177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით,პირობებით), აღნაგობის ფორმით, მოქალაქე ნანა ნემსაძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
4️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით,პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე თამარ ხიდაშელისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
5️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით,პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე მედეა დოლაბერიძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
6️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით,პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქე ნუგზარ ბრეგაძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
7️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქვალითი სფეისისათვის“-ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით), უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
8️⃣ქალაქ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირის N20; N20ა; N20დ; N20ე; N20ვ; N20ზ-სა და ბუხაიძის II მიკრორაიონის N1ა-ს სამხრეთით არსებულ მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების ინიცირებისა და დავალების გაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
9️⃣საერთაშორისო ქსელი „Energy Cities“ -ში გაწევრიანების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.