ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
რეაბილიტაცია უტარდება კოსტავას ქუჩას, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებისათვის რგპფ-დან 2 198 776 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის ასფალტობეტონის საფარით დაფარვას, ტროტუარების, სანიაღვრე არხების, განათებისა და გამწვანების მოწყობას, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
დაწყებულია რუსთაველის გამზირის N95-97-99 მრავალსართულიანი ბინის ფასადის რეაბილიტაცია. შენობაზე მთლიანად შეიცვლება კარ-ფანჯარა და განახლდება ფასადი. პროექტის ღირებულებაა 941 329 ლარი.
ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა მაისურაძის და თაბუკაშვილის ქუჩებზე. სკვერებში გათვალისწინებულია საბავშვო-გასართობი სივრცეები, გაზონები, სასეირნო ბილიკები და საპარკე ინფრასტრუქტურა.