ქუთაისელმა სპორტსმენებმა მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ ახალგაზრდა მკლავჭიდელები:
გიორგი კვასტიანი,
ავთანდილ თუთბერიძე და ნოდარ ბოჯგუა.
კიდევ ერთხელ მოიპოვა ოქროს მედალი პარა მკლავჭიდელმა ვახტანგ ახობაძემ,
რევაზ თევდორაძე და
გიორგი სვინტრაძე კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
წარმატებულ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს ქუთაისის მერიაში მიღება მოუწყვეს. ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე და მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მიულოცეს ქუთაისელ სპორტსმენებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ჩემპიონებმა და პრიზიორებმა განსაზღვრული ფულადი ჯილდოც მიიღეს.