ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დღის წესრიგი:
1.,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N79 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების შეტანის თაობაზე
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის № 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ანგარიშს 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე გაწეული მუშაობის შესახებ.
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის მიერ 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ
5. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
6. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე ქალაქ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირი N22ა) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“.
7. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
8. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, ბენზინგასამართი სადგურებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“