ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თეა ჯუღელი უძღვებოდა. კომისიის წევრება სხდომაზე წარმოდგენილი სამი საკითხი განიხილეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N 8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ანგარიში 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ
3.პირის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ანგარიში 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ