ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ანგარიში 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის ივნისის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ;
2.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის N177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქალაქ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირის N22ა-ში) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
5.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით, ბენზინგასამართი სადგურებისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 იანვრის N164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;