ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილის განცხადების ცნობად მიღების შესახებ ბატონი ირაკლი შენგელია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
2. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021 – 2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე