გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შენგელიამ დაათვალიერა.
ახალი სკვერების მოწყობა მიმდინარეობს ბუხაიძის N17 ბინისა და მეორე მიკრორაიონის N22 ბინის მიმდებარედ , რომლის სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დასრულდება. მოეწყობა თანამედროვე ტიპის განათებები, მოსასვენებელი ძელსკამები და საფეხმავლო ბილიკები.
ასევე რეაბილიტაცია უტარდება დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის საავადმყოფოსთან მისასვლელ გზას, მოწესრიგდება ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა.
მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჯავახიშვილის ქუჩაზე N22-სა და N24 ბინებს შორის არსებულ სპორტულ მოედანს.
დღესვე ირაკლი შენგელიამ გამარჯვების ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, სადაც განხილული იქნა ის საჭიროებები, რომელიც ადგილობრივებისთვის აქტუალურია.