️ქუთაისში „მუსიკის დღეები 2024“ გაიმართა. ღონისძიება მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ ორგანიზებით შედგა.
" მუსიკის დღეების" ფარგლებში გამართულ კონცერტს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.
კლასიკური მუსიკის კონცერტში მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი მოსწავლეები.
პროექტი, სახელწოდებით ,,მუსიკის დღეები“ ტრადიციულია და ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.