ქუთაისში დასრულდა საერთაშორისო ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2024".
ფესტივალის ფარგლებში, 12 ივნისიდან 26 ივნისამდე, 17 სპექტაკლი იქნა წარმოდგენილი.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც პროფესიული ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლენილი გამარჯვებულები დააჯილდოვეს:
საუკეთესო სპექტაკლი -,,აზნაურები“, რეჟისორი გოჩა კაპანაძე (ხონის სახალხო თეატრი);
საუკეთესო რეჟისურა - ,,ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“, რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (თერჯოლის სახალხო თეატრი);
საუკეთესო სცენოგრაფია - ,,გაკვეთილი“, ვანის სახალხო თეატრი და ,,პალატა N 6“ , სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრი;
საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი);
ქალის მთავარი როლი - ირინე ჩხეიძე, ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
მამაკაცის მთავარი როლი - სოსო კოტორეიშვილი; ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი -გიორგი შენგელია, ,,პალატა N6“ (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი) და გიგა ბუბუტეიშვილი, ,,გაკვეთილი“, ( ვანის სახალხო თეატრი) ;
საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი - თეონა ლომსიანიძე, ,,ირინეს ბედნიერება“ (ბაღდათის სახალხო თეატრი) და მარიამ ბუტილი, ,,პალატა N6“( სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი);
ქალის ეპიზოდური როლი - ლუიზა კიკნაძე, ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლი - დავით ჭყოიძე, ,,ბამბაზიის სამოთხე“ (ხარაგაულის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ქორეოგრაფია -,, ირინეს ბედნიერება „ ბაღდათის სახალხო თეატრი და ,,ბაკულას ღორები“, წყალტუბოს სახალხო თეატრი;
ჟიურის სპეციალური პრიზი-საჩხერის სახალხო თეატრს სპექტაკლისთვის ,, ნატვრის ხე“ და ტყიბულის სახალხო თეატრს სპექტაკლისთვის ,,როგორ გადავიქეცი ამანათად“ ;
ჟიურის და ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის სპეციალური პრიზი- წყალტუბოს თეატრის მსახიობს სერგო კირკიტაძეს, გალაქტიონის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში ,,ბაკულას ღორები“.
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის "თეატრალური იმერეთის" წარმდგენები არიან: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია, საქართველოს თეატრალური საზოგადოება, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები.