ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 32- სხდომა გამართა რომელსაც საკრებულოს თავმჯოდმარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
ცვლილება შევიდა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლში რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ ბიუჯეტში მოხდება დამატებითი თანხების შემოსვლა.
შეტანილი იქნა ცვლილება ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხაში, კერძოდ: ამოღებული იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხიდან №69; №274; №362; №462; №419; №446; №464; №469; №473; №476; №478; №479; №482; №492; №495; №497 პუნქტები. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხას დაემატა №503-№508 პუნქტები თანდართული რედაქციით.
მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმაში, კერძოდ: ამოღებულ იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმიდან №117; №163; №182; №189; №204; №206; №215; №219; №222; №225; №226; №227; №230; №240; №244; №246 პუნქტები.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებას (საიდენტიფიკაციო კოდის №412675396) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მიქელაძე-მეველეს ქუჩა №15ა-ში მდებარე უძრავი ქონება (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით 896.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობა) (საკადასტრო კოდი №03.02.01.443).
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს ,,ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - მედეას“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412782127) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, თაბუკაშვილის ქუჩა №2 (ნაკვეთი №1)/ქალაქ ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა №2-ში (ნაკვეთი №2, სკვერი) მდებარე უძრავი ქონება. (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ფართობით - 71 702.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობა №1, №2, №3, №4, №5 - დამხმარე - 33.22 კვ.მ, №6 - სპორტული მოედანი - 946.0 კვ.მ) (საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.05.26.180)
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ,,ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციას" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412767830) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 (ხუთი) ერთეული სატრანსპორტო საშუალება.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ,,სპეციალური სერვისებს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412704612) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, კერძოდ 2 (ორი) ერთეული ნაგავმზიდი. საერთო ღირებულება შეადგენს 689 000.00 (ექვსას ოთხმოცდაცხრა ათასი) ლარს.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კა-2“-ს (საიდენტიფიკაციო კოდის №412754675) პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, ავტომშენებლის ქუჩა №1, ბენზოგასამართი სადგურის სამხრეთით მდებარე გაზონის ნაწილი (საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.01.32.052, ფართობით: 469 კვ.მეტრიდან ნაწილი - 150 კვ.მ) 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით.
მიღებული გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოება ,,სილქნეტს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №204566978), პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით 5 წკის ვადით გადაეცა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, გარე განათების კონსტრუქციის (ბოძი) წერტილები)
დამტკიცებული იქნა ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის №96-სა (ნაკვეთები: № 1; № 2; № 2-1-1-1-1; № 2-1-2; № 2-2; № 3; № 4; № 4-1; № 4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ. ასათიანის ქუჩის №96- ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია. კონცეფციის მიხედვით ტერიტორიაზე რეკომენდებულია გავრცელდეს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3). ტერიტორია კეთილმოწყობილი იქნება როგორც შიდა ეზოს ინფრასტრუქტურით, ასევე გამწვანებული სივრცეებით. შერჩეული ფუნქციური ზონა, მაქსიმალურად უზრუნველყოფს, კვარტალურ განაშენიანებაში შეიქმნას ქალაქური ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კომპლექსი, რომელიც არ დაარღვევს ქალაქის ხასიათს.