ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;
2.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის N359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3.„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის N177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
4.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
5.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი-მედეასთვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
6.ალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (ავტომანქანები) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
7.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
8.ალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კა-2“-ისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
9.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით, (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
10.ქალაქ ქუთაისში, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩის N39ა-ს სამხრეთით არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
11. ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის N96-სა (ნაკვეთებიN1, N2, N2-1-1-1-1, N2-1-2, N2-2, N3, N4, N4-1, N4-2) და ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის ქუჩის N96-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთებზე, განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;